Saturday, August 17, 2013

იმერეთი

იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთიეგრისიაფხაზეთი.
საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.
იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისშივანშივარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

Thursday, August 15, 2013

ბუნების დაცვა

პროექტის სახელწოდება: ბუნების დაცვა
პროექტის მთავარი იდეა: დაბინძურებული და უდიერად მოპყრობილი ბუნება საფრთხეშია. მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ბუნებას.



პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები ახლომდებარე ტყესა თუ პარკში  გადიან და მონაწილეობას  ღებულობენ დაბინძურებული გარემოს დასუფთავებაში.
პროექტის მიზნები: ისწავლონ თავად და სხვასაც მოუწოდონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნება და სუფთა გარემო ადამიანისა და ცოცხალი არსებებისათვის.
მონაწილეთა ასაკი:მე-4კლასის მოსწავლეები.
ვადები ხანგრძლივობა:1კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოტივაციის გაზრდა.პლაკატის შექმნა.სხვისთვის მაგალითის მიცემა.გარემოს დასუფთავება.
.პროექტისათვის  საჭირო ძირ ითადი რესურსები:ფოტოაპარატი, კომპიუტერი,თაბახის ფურცლები , მარკერი. შრომის იარაღები , პოლიეთილინის  პარკები, ტრანსპორტი.
პროექტის მსვლელობა:აქტივობა1-ვიდეოს ჩვენება სადაც ჩანს დაბინძურებული გარემოსგან მიღებული უარყოფითი შედეგები. აქტივობა2-გასვლა ტყესა თუ პარკში და გარემოს დასუფთავება. აქტივობა3- პლაკატის  შექმნა  გავუფრთხილდეთ ბუნებას. რომელსაც გამოვაკრავთ სკოლის  შენობაში.
პროეტის ხელმძღვანელი: მაკა ცნობილაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:makacnobiladze@gmail.com

ვებ-გვერდი|ბლოგი  makacnobiladzeblogspot.com


Wednesday, August 14, 2013

მაკა ცნობილაძე

მე მაკა ცნობილაძე დავიბადე 1978წლის 8მარტს. ქალაქ ქუთაისში. 1984-1995წლებში ვსწავლობდი ქ. ქუთაისის მე-19 საშუალო სკოლაში.დავამთავრე ქ. ტყიბულის დამოუკიდებელ  ინსტიტუტ გელათის  დაწყებითი განათლების  პედაგოგიკის და მეთოდიკის სრული კურსი.ამჟამად ვმუშაობ ქ.ტყიბულის მე-4 საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლად.მყავს მეუღლე ნიკოლოზ ღაღანიძე და ორი შვილი: ლუკა ღაღანიძე 13წლის და ნიკა ღაღანიძე9წლის.ვცხოვრობ ქ. ტყიბული სვანეთის ქუჩა#14 ში.