Thursday, August 15, 2013

ბუნების დაცვა

პროექტის სახელწოდება: ბუნების დაცვა
პროექტის მთავარი იდეა: დაბინძურებული და უდიერად მოპყრობილი ბუნება საფრთხეშია. მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ბუნებას.



პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები ახლომდებარე ტყესა თუ პარკში  გადიან და მონაწილეობას  ღებულობენ დაბინძურებული გარემოს დასუფთავებაში.
პროექტის მიზნები: ისწავლონ თავად და სხვასაც მოუწოდონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნება და სუფთა გარემო ადამიანისა და ცოცხალი არსებებისათვის.
მონაწილეთა ასაკი:მე-4კლასის მოსწავლეები.
ვადები ხანგრძლივობა:1კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოტივაციის გაზრდა.პლაკატის შექმნა.სხვისთვის მაგალითის მიცემა.გარემოს დასუფთავება.
.პროექტისათვის  საჭირო ძირ ითადი რესურსები:ფოტოაპარატი, კომპიუტერი,თაბახის ფურცლები , მარკერი. შრომის იარაღები , პოლიეთილინის  პარკები, ტრანსპორტი.
პროექტის მსვლელობა:აქტივობა1-ვიდეოს ჩვენება სადაც ჩანს დაბინძურებული გარემოსგან მიღებული უარყოფითი შედეგები. აქტივობა2-გასვლა ტყესა თუ პარკში და გარემოს დასუფთავება. აქტივობა3- პლაკატის  შექმნა  გავუფრთხილდეთ ბუნებას. რომელსაც გამოვაკრავთ სკოლის  შენობაში.
პროეტის ხელმძღვანელი: მაკა ცნობილაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:makacnobiladze@gmail.com

ვებ-გვერდი|ბლოგი  makacnobiladzeblogspot.com


No comments:

Post a Comment